რეკლამის დამკვეთი

რეკლამის დამკვეთი
• ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისათვის.
Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
• ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლისთვისაც გადაიცემა რეკლამა ან შესაძლებელია ტელევაჭრობა
Source: ევროპული კონვენცია ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ; ევროპული კონვენცია მომსახურების სამართლებრივი დაცვის შესახებ, რომელიც ემყარება ან მოიცავს პირობით ხელმისაწვდომობას / [მთარგმნ. და რედ.: ლაშა ჭელიძე და სხვ.] - თბ. : რეგთაიმი, 2004
• ისინი მედიის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლები არიან და სწორედ ისინი უზრუნველყოფენ მის კეთილდღეობას. შინაარსის ხარისხით ისინი იმდენად არიან დაინტერესებულნი, რამდენადაც სარეკლამო ,,გზავნილისათვის” ის სანდოობის ხელსაყრელ აურას ქმნის - რითაც შესაძლებელს ხდის, ზოგიერთმა გზავნილმა ერთობ სასურველი აუდიტორიის ყურადღება მიიზიდოს. მეორეს მხრივ, მედია მათთვის წარმოადგენს საშუალებას, რათა წაიშალოს ზღვარი რეკლამასა და ახალ ამბებს შორის. ამდენად, ზოგჯერ ისინი უკიდურეს ოპონენტებსაც კი მოუწოდებენ ,,სოციალური პასუხისმგებლობისკენ”.
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»